დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკისა და 2025 წლის საინვესტიციო გეგმის შესაბამისად, სააგენტომ 2025 წლის 4 ნოემბერს მონაწილეობა მიიღო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ფასიანი ქაღალდების აუქციონში. სააგენტომ 13,906,153.74 ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა 5.5 წლის ვადიანობის ბენჩმარქ ობლიგაციებში, რომლის შემოსავლიანობის განაკვეთი შესაბამისად 8.950%-ია.
შესყიდული სახაზინო ფასიანი ქაღალდების ნომინალური ღირებულებაა 14,000,000.00 ლარი, კუპონი კი 8.250 %-ი. აღნიშნული ფასიანი ქაღალდების დაფარვის თარიღია 2029 წლის 28 აგვისტო.
2025 წლის 4 ნოემბრის მდგომარეობით საინვესტიციო პორტფელში არსებული ფასიანი ქაღალდების ნომინალური ღირებულება 351,868,000 ლარს შეადგენს.