დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკისა და 2018 წლის საინვესტიციო გეგმის შესაბამისად სააგენტომ 2018 წლის 12 დეკემბერს მონაწილეობა მიიღო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ფასიანი ქაღალდების აუქციონში. სააგენტომ 20 698,47 და 1 253 202,95 ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა 2 წლის ვადიანობის ბენჩმარქ ობლიგაციებში, რომელთა შემოსავლიანობის განაკვეთი შესაბამისად 7,253%, და 7,200%-ია.
შესყიდული სახაზინო ფასიანი ქაღალდების ნომინალური ღირებულებაა 1 230 000 ლარი, კუპონი კი 7,500%-ია. აღნიშნული ფასიანი ქაღალდების დაფარვის თარიღია 2020 წლის 12 ივლისი.