სიახლეები

დეპოზიტების დაზღვევის სააგენტომ სახაზინო ფასიან ქაღალდებში ინვესტიცია განახორციელა

3 დეკემბერი 2025

დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკისა და 2025 წლის საინვესტიციო გეგმის შესაბამისად, სააგენტომ 2025 წლის 2 დეკემბერს მონაწილეობა მიიღო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ფასიანი ქაღალდების აუქციონში. სააგენტომ 2,997,962.96 ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა 5.5 წლის ვადიანობის ბენჩმარქ ობლიგაციებში, რომლის შემოსავლიანობის განაკვეთი შესაბამისად 8.970%-ია.

შესყიდული სახაზინო ფასიანი ქაღალდების ნომინალური ღირებულებაა 3,000,000.00 ლარი, კუპონი კი 8.250 %-ი. აღნიშნული ფასიანი ქაღალდების დაფარვის თარიღია 2029 წლის 28 აგვისტო.

2025 წლის 2 დეკემბრის მდგომარეობით საინვესტიციო პორტფელში არსებული ფასიანი ქაღალდების ნომინალური ღირებულება 354,868,000 ლარს შეადგენს.