დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკისა და 2026 წლის საინვესტიციო გეგმის შესაბამისად, სააგენტომ 2026 წლის 24 თებერვალს მონაწილეობა მიიღო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ფასიანი ქაღალდების აუქციონში. სააგენტომ 36,805,524.41 ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა 7.5 წლის ვადიანობის ბენჩმარქ ობლიგაციებში, რომლის შემოსავლიანობის განაკვეთი შესაბამისად 8.670%-ია.
შესყიდული სახაზინო ფასიანი ქაღალდების ნომინალური ღირებულებაა 37,000,000.00 ლარი, კუპონი კი 8.375 %-ი. აღნიშნული ფასიანი ქაღალდების დაფარვის თარიღია 2031 წლის 25 ივლისი.
2026 წლის 24 თებერვლის მდგომარეობით საინვესტიციო პორტფელში არსებული ფასიანი ქაღალდების ნომინალური ღირებულება 315,768,000 ლარს შეადგენს.