დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკისა და 2019 წლის საინვესტიციო გეგმის შესაბამისად სააგენტომ 2019 წლის 15 იანვარს მონაწილეობა მიიღო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ფასიანი ქაღალდების აუქციონში. სააგენტომ 2 151 181,48 ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა 2 წლის ვადიანობის ბენჩმარქ ობლიგაციებში, რომლის შემოსავლიანობის განაკვეთი 7,220%-ია.
შესყიდული სახაზინო ფასიანი ქაღალდების ნომინალური ღირებულებაა 2 150 000 ლარი, კუპონი კი 7,250%-ია. აღნიშნული ფასიანი ქაღალდების დაფარვის თარიღია 2021 წლის 7 იანვარი.