დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკისა და 2019 წლის საინვესტიციო გეგმის შესაბამისად სააგენტომ 2019 წლის 11 ივნისს მონაწილეობა მიიღო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ფასიანი ქაღალდების აუქციონში. სააგენტომ 2 317 045.79 ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა 2 წლის ვადიანობის ბენჩმარქ ობლიგაციებში, რომლის შემოსავლიანობის განაკვეთი 6.600%-ია.
შესყიდული სახაზინო ფასიანი ქაღალდების ნომინალური ღირებულებაა 2 230 000.00 ლარი, კუპონი კი 7.250%-ია. აღნიშნული ფასიანი ქაღალდების დაფარვის თარიღია 2021 წლის 17 იანვარი.