დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკისა და 2019 წლის საინვესტიციო გეგმის შესაბამისად სააგენტომ 2019 წლის 10 სექტემბერს მონაწილეობა მიიღო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ფასიანი ქაღალდების აუქციონში. სააგენტომ 1 003 837.72 და 1 004 677.56 ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა 2 წლის ვადიანობის ბენჩმარქ ობლიგაციებში, რომლის შემოსავლიანობის განაკვეთი შესაბამისად 7.200% და 7.150%-ია.
შესყიდული სახაზინო ფასიანი ქაღალდების ნომინალური ღირებულებაა 2 000 000.00 ლარი, კუპონი კი 6.750%-ია. აღნიშნული ფასიანი ქაღალდების დაფარვის თარიღია 2021 წლის 11 ივლისი.