სიახლეები

დეპოზიტების დაზღვევის სააგენტომ სახაზინო ფასიან ქაღალდებში ინვესტიცია განახორციელა

2 ივნისი 2020

დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკისა და 2020 წლის საინვესტიციო გეგმის შესაბამისად სააგენტომ 2020 წლის 2 ვნისს მონაწილეობა მიიღო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ფასიანი ქაღალდების აუქციონში. სააგენტომ 1,703,140.04 ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა 2 წლის ვადიანობის ბენჩმარქ ობლიგაციებში, რომლის შემოსავლიანობის განაკვეთი 8.300 %-ია.

შესყიდული სახაზინო ფასიანი ქაღალდების ნომინალური ღირებულებაა 1,650,000.00 ლარი, კუპონი კი 9.375 %-ია. აღნიშნული ფასიანი ქაღალდების დაფარვის თარიღია 2022 წლის 9 აპრილი.

2020 წლის 2 ვნისის მდგომარეობით საინვესტიციო პორტფელის მოცულობა 41,505,846 ლარს შეადგენს.