დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკისა და 2020 წლის საინვესტიციო გეგმის შესაბამისად სააგენტომ 2020 წლის 1 სექტემბერს მონაწილეობა მიიღო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ფასიანი ქაღალდების აუქციონში. სააგენტომ 1,190,985.57 და 1,193,301.05 ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა 2 წლის ვადიანობის ბენჩმარქ ობლიგაციებში, რომლის შემოსავლიანობის განაკვეთი შესაბამისად, 8.10% და 8.00%-ია.
თითოეული შესყიდული სახაზინო ფასიანი ქაღალდების ნომინალური ღირებულებაა 1,180,000.00 ლარი, კუპონი კი 8.25 %-ია. აღნიშნული ფასიანი ქაღალდების დაფარვის თარიღია 2022 წლის 6 ნოემბერი.
2020 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით საინვესტიციო პორტფელის მოცულობა 47,522,610 ლარს შეადგენს.