დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკისა და 2020 წლის საინვესტიციო გეგმის შესაბამისად სააგენტომ 2020 წლის 3 ნოემბერს მონაწილეობა მიიღო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ფასიანი ქაღალდების აუქციონში. სააგენტომ 2,680,583.40 ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა 2 წლის ვადიანობის ბენჩმარქ ობლიგაციებში, რომლის შემოსავლიანობის განაკვეთი 8.10%-ია.
შესყიდული სახაზინო ფასიანი ქაღალდების ნომინალური ღირებულებაა 2,620,000.00 ლარი, კუპონი კი 8.25 %-ია. აღნიშნული ფასიანი ქაღალდების დაფარვის თარიღია 2022 წლის 6 ნოემბერი.
2020 წლის 3 ნოემბრის მდგომარეობით საინვესტიციო პორტფელის მოცულობა 52,562,543 ლარს შეადგენს.