დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკისა და 2021 წლის საინვესტიციო გეგმის შესაბამისად, სააგენტომ 2021 წლის 26 იანვარს მონაწილეობა მიიღო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ფასიანი ქაღალდების აუქციონში. სააგენტომ 2,006,075.61 და 2,002,022.69 ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა 5 წლის ვადიანობის ბენჩმარქ ობლიგაციებში, რომლის შემოსავლიანობის განაკვეთი შესაბამისად, 8.05% და 8.10%-ია.
თითოეული შესყიდული სახაზინო ფასიანი ქაღალდების ნომინალური ღირებულებაა 2,000,000.00 ლარი, კუპონი კი 8.125 %-ია. აღნიშნული ფასიანი ქაღალდების დაფარვის თარიღია 2026 წლის 28 იანვარი.
2021 წლის 26 იანვრის მდგომარეობით საინვესტიციო პორტფელის მოცულობა 53,332,631.57 ლარს შეადგენს.