სიახლეები

დეპოზიტების დაზღვევის სააგენტომ სახაზინო ფასიან ქაღალდებში ინვესტიცია განახორციელა

7 აპრილი 2021

დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკისა და 2021 წლის საინვესტიციო გეგმის შესაბამისად, სააგენტომ 2021 წლის 6 აპრილს მონაწილეობა მიიღო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ფასიანი ქაღალდების აუქციონში. სააგენტომ 50,237.29 ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა 2 წლის ვადიანობის ბენჩმარქ ობლიგაციებში, რომლის შემოსავლიანობის განაკვეთი 8.542%-ია.

თითოეული შესყიდული სახაზინო ფასიანი ქაღალდების ნომინალური ღირებულებაა 50,000.00 ლარი, კუპონი კი 8.00%-ია. აღნიშნული ფასიანი ქაღალდების დაფარვის თარიღია 2023 წლის 4 თებერვალი.

2021 წლის 6 აპრილის მდგომარეობით საინვესტიციო პორტფელის მოცულობა 65,805,068 ლარს შეადგენს.