სიახლეები

დეპოზიტების დაზღვევის სააგენტომ სახაზინო ფასიან ქაღალდებში ინვესტიცია განახორციელა

28 აპრილი 2021

დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკისა და 2021 წლის საინვესტიციო გეგმის შესაბამისად, სააგენტომ 2021 წლის 27 აპრილს მონაწილეობა მიიღო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ფასიანი ქაღალდების აუქციონში. სააგენტომ 767,182.06 ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა 5 წლის ვადიანობის ბენჩმარქ ობლიგაციებში, რომლის შემოსავლიანობის განაკვეთი 8.750%-ია.

თითოეული შესყიდული სახაზინო ფასიანი ქაღალდების ნომინალური ღირებულებაა 770,000.00 ლარი, კუპონი კი 8.125 %-ია. აღნიშნული ფასიანი ქაღალდების დაფარვის თარიღია 2026 წლის 28 იანვარი.

2021 წლის 27 აპრილის მდგომარეობით საინვესტიციო პორტფელის მოცულობა 66,572,250 ლარს შეადგენს.