სიახლეები

დეპოზიტების დაზღვევის სააგენტომ სახაზინო ფასიან ქაღალდებში ინვესტიცია განახორციელა

2 ივნისი 2021

დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკისა და 2021 წლის საინვესტიციო გეგმის შესაბამისად, სააგენტომ 2021 წლის 1 ივნისს მონაწილეობა მიიღო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ფასიანი ქაღალდების აუქციონში. სააგენტომ 2,755,829.33 და 2,779,968.88 ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა 2 წლის ვადიანობის ბენჩმარქ ობლიგაციებში, რომლის შემოსავლიანობის განაკვეთი შესაბამისად, 9.100% და 9.000%-ია.

თითოეული შესყიდული სახაზინო ფასიანი ქაღალდების ნომინალური ღირებულებაა 2,750,000.00 ლარი, კუპონი კი 8.000 %-ია. აღნიშნული ფასიანი ქაღალდების დაფარვის თარიღია 2023 წლის 4 თებერვალი.

2021 წლის 1 ივნისის მდგომარეობით საინვესტიციო პორტფელის მოცულობა 72,128,048

ლარს შეადგენს.