სიახლეები

დეპოზიტების დაზღვევის სააგენტომ სახაზინო ფასიან ქაღალდებში ინვესტიცია განახორციელა

8 ივლისი 2021

დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკისა და 2021 წლის საინვესტიციო გეგმის შესაბამისად, სააგენტომ 2021 წლის 6 ივლისს მონაწილეობა მიიღო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ფასიანი ქაღალდების აუქციონში. სააგენტომ 2,497,870.07 ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა 2 წლის ვადიანობის ბენჩმარქ ობლიგაციებში, რომლის შემოსავლიანობის განაკვეთი შესაბამისად 9.000%-ია.

შესყიდული სახაზინო ფასიანი ქაღალდების ნომინალური ღირებულება 2,450,000.00 ლარია, კუპონი კი 8.000 %-. აღნიშნული ფასიანი ქაღალდების დაფარვის თარიღია 2023 წლის 4 თებერვალი.

2021 წლის 6 ივლისის მდგომარეობით საინვესტიციო პორტფელის მოცულობა 74,625,918 ლარს შეადგენს.