დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკისა და 2018 წლის საინვესტიციო გეგმის შესაბამისად სააგენტომ 2018 წლის 27 ივნისს მონაწილეობა მიიღო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ფასიანი ქაღალდების აუქციონში და 2 356 868,56 ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა 7, 720% შემოსავლიანობის მქონე 5 წლის ვადიანობის ბენჩმარქ ობლიგაციებში.
შესყიდული სახაზინო ფასიანი ქაღალდების ნომინალური ღირებულებაა 2 245 000 ლარი, კუპონი კი 8,125%-ია. აღნიშნული ფასიანი ქაღალდების დაფარვის თარიღია 2023 წლის 25 იანვარი.