დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკისა და 2021 წლის საინვესტიციო გეგმის შესაბამისად, სააგენტომ 2021 წლის 3 აგვისტოს მონაწილეობა მიიღო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ფასიანი ქაღალდების აუქციონში. სააგენტომ 8,179,412.13 ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა 2 წლის ვადიანობის ბენჩმარქ ობლიგაციებში, რომლის შემოსავლიანობის განაკვეთი შესაბამისად 8.900%-ია.
შესყიდული სახაზინო ფასიანი ქაღალდების ნომინალური ღირებულება 8,280,000.00 ლარია, კუპონი კი 8.000 %-ი. აღნიშნული ფასიანი ქაღალდების დაფარვის თარიღია 2023 წლის 4 თებერვალი.
2021 წლის 3 აგვისტოს მდგომარეობით საინვესტიციო პორტფელის მოცულობა 77,130,673 ლარს შეადგენს.