სიახლეები

დეპოზიტების დაზღვევის სააგენტომ სახაზინო ფასიან ქაღალდებში ინვესტიცია განახორციელა

26 აგვისტო 2021

დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკისა და 2021 წლის საინვესტიციო გეგმის შესაბამისად, სააგენტომ 2021 წლის 24 აგვისტოს მონაწილეობა მიიღო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ფასიანი ქაღალდების აუქციონში. სააგენტომ 1,880,711.09 და 1,935,884,70 ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა 5 წლის ვადიანობის ბენჩმარქ ობლიგაციებში, რომლის შემოსავლიანობის განაკვეთი შესაბამისად 9.300 და 9.200%-ია.

შესყიდული სახაზინო ფასიანი ქაღალდების ნომინალური ღირებულება 1,950,000 და 2,000,000 ლარია, კუპონი კი 8.125 %-. აღნიშნული ფასიანი ქაღალდების დაფარვის თარიღია 2026 წლის 28 იანვარი.

2021 წლის 24 აგვისტოს მდგომარეობით საინვესტიციო პორტფელის მოცულობა 80,947,268 ლარს შეადგენს.