სიახლეები

დეპოზიტების დაზღვევის სააგენტომ სახაზინო ფასიან ქაღალდებში ინვესტიცია განახორციელა

9 სექტემბერი 2021

დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკისა და 2021 წლის საინვესტიციო გეგმის შესაბამისად, სააგენტომ 2021 წლის 7 სექტემბერს მონაწილეობა მიიღო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ფასიანი ქაღალდების აუქციონში. სააგენტომ 178,931.16 ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა 2 წლის ვადიანობის ბენჩმარქ ობლიგაციებში, რომლის შემოსავლიანობის განაკვეთი შესაბამისად 9.100%-ია.

შესყიდული სახაზინო ფასიანი ქაღალდების ნომინალური ღირებულება 180,000 ლარია, კუპონი კი 8.000 %-. აღნიშნული ფასიანი ქაღალდების დაფარვის თარიღია 2023 წლის 4 თებერვალი.

2021 წლის 7 სექტემბრის მდგომარეობით საინვესტიციო პორტფელის მოცულობა 81,126,200 ლარს შეადგენს.