დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკისა და 2021 წლის საინვესტიციო გეგმის შესაბამისად, სააგენტომ 2021 წლის 7 დეკემბერს მონაწილეობა მიიღო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ფასიანი ქაღალდების აუქციონში. სააგენტომ 3,680,376.62 ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა 2 წლის ვადიანობის ბენჩმარქ ობლიგაციებში, რომლის შემოსავლიანობის განაკვეთი შესაბამისად 9.000%-ია.
შესყიდული სახაზინო ფასიანი ქაღალდების ნომინალური ღირებულება 3,620,000 ლარია, კუპონი კი 8.000 %-ი. აღნიშნული ფასიანი ქაღალდების დაფარვის თარიღია 2023 წლის 4 თებერვალი.
2021 წლის 7 დეკემბრის მდგომარეობით საინვესტიციო პორტფელის მოცულობა 90 381 037
ლარს შეადგენს.