სიახლეები

დეპოზიტების დაზღვევის სააგენტომ სახაზინო ფასიან ქაღალდებში ინვესტიცია განახორციელა

2 თებერვალი 2022

დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკისა და 2022 წლის საინვესტიციო გეგმის შესაბამისად, სააგენტომ 2022 წლის 1 თებერვალს მონაწილეობა მიიღო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ფასიანი ქაღალდების აუქციონში. სააგენტომ 2,975,872.75 ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა 2 წლის ვადიანობის ბენჩმარქ ობლიგაციებში, რომლის შემოსავლიანობის განაკვეთი შესაბამისად 9.800%-ია.

შესყიდული სახაზინო ფასიანი ქაღალდების ნომინალური ღირებულება 2,950,000.00 ლარია, კუპონი კი 9.875 %-ი. აღნიშნული ფასიანი ქაღალდების დაფარვის თარიღია 2024 წლის 6 იანვარი.

2022 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით საინვესტიციო პორტფელის მოცულობა 93 356 910 ლარს შეადგენს.