დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკისა და 2022 წლის საინვესტიციო გეგმის შესაბამისად, სააგენტომ 2022 წლის 22 თებერვალს მონაწილეობა მიიღო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ფასიანი ქაღალდების აუქციონში. სააგენტომ 4,068,182.18 და 1,715,830.87 ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა 5 წლის ვადიანობის ბენჩმარქ ობლიგაციებში, რომლის შემოსავლიანობის განაკვეთი შესაბამისად 9.500% და 9.700% -ია.
შესყიდული სახაზინო ფასიანი ქაღალდების ნომინალური ღირებულებაა 4,000,000.00 ლარი და 1,700,000.00 ლარი, კუპონი კი 9.750 %-ი. აღნიშნული ფასიანი ქაღალდების დაფარვის თარიღია 2027 წლის 27 იანვარი.
2022 წლის 22 თებერვლის მდგომარეობით საინვესტიციო პორტფელის მოცულობა 99 140 923 ლარს შეადგენს.