სიახლეები

დეპოზიტების დაზღვევის სააგენტომ სახაზინო ფასიან ქაღალდებში ინვესტიცია განახორციელა

4 მაისი 2022

დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკისა და 2022 წლის საინვესტიციო გეგმის შესაბამისად, სააგენტომ 2022 წლის 3 მაისს მონაწილეობა მიიღო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ფასიანი ქაღალდების აუქციონში. სააგენტომ 7,159,735.18 ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა 2 წლის ვადიანობის ბენჩმარქ ობლიგაციებში, რომლის შემოსავლიანობის განაკვეთი შესაბამისად 10.500%-ია.

შესყიდული სახაზინო ფასიანი ქაღალდების ნომინალური ღირებულებაა 7,000,000.00 ლარი, კუპონი კი 9.875 %-ი. აღნიშნული ფასიანი ქაღალდების დაფარვის თარიღია 2024 წლის 6 იანვარი.

2022 წლის 3 მაისის მდგომარეობით საინვესტიციო პორტფელის მოცულობა 102 657 948 ლარს შეადგენს.