სიახლეები

დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო დეპოზიტების დაზღვევის საერთაშორისო ასოციაციის (IADI) ევროპის რეგიონული კომიტეტის (ERC) წევრი გახდა

25 ივლისი 2022

საქართველოს დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო დეპოზიტების დაზღვევის საერთაშორისო ასოციაციის (IADI) ევროპის რეგიონული კომიტეტის (ERC) წევრი გახდა.

ორგანიზაციაში სულ 8 რეგიონული კომიტეტია, რომელშიც ქვეყნები შესაბამისი ნიშნით არიან გაწევრიანებული.

რეგიონულ კომიტეტებში რეგულარულად იმართება სხვადასხვა ფორმატის სამუშაო შეხვედრები, სადაც კომიტეტის წევრი ქვეყნები ერთმანეთს უზიარებენ დეპოზიტების დაზღვევასთან დაკავშირებულ საკითხებზე გამოცდილებას და საჭიროების შემთხვევაში იღებენ ტექნიკურ დახმარებას.

საქართველო დეპოზიტების დაზღვევის საერთაშორისო ასოციაციის წევრი 2022 წლის 1 იანვრიდან გახდა.