სიახლეები

დეპოზიტების დაზღვევის სააგენტომ სახაზინო ფასიან ქაღალდებში ინვესტიცია განახორციელა

3 აგვისტო 2022

დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკისა და 2022 წლის საინვესტიციო გეგმის შესაბამისად, სააგენტომ 2022 წლის 02 აგვისტოს მონაწილეობა მიიღო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ფასიანი ქაღალდების აუქციონში. სააგენტომ 5,298,557.75 ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა 2 წლის ვადიანობის ბენჩმარქ ობლიგაციებში, რომლის შემოსავლიანობის განაკვეთი შესაბამისად 9.750%-ია.

შესყიდული სახაზინო ფასიანი ქაღალდების ნომინალური ღირებულებაა 5,250,000.00 ლარი, კუპონი კი 9.875 %-ი. აღნიშნული ფასიანი ქაღალდების დაფარვის თარიღია 2024 წლის 6 იანვარი.

2022 წლის 02 აგვისტოს მდგომარეობით საინვესტიციო პორტფელის მოცულობა 118 385 393 ლარს შეადგენს.