სიახლეები

დეპოზიტების დაზღვევის სააგენტომ სახაზინო ფასიან ქაღალდებში ინვესტიცია განახორციელა

5 ოქტომბერი 2022

დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკისა და 2022 წლის საინვესტიციო გეგმის შესაბამისად, სააგენტომ 2022 წლის 4 ოქტომბერს მონაწილეობა მიიღო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ფასიანი ქაღალდების აუქციონში. სააგენტომ 4,006,078.16 და 4,008,226.27 ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა 2 წლის ვადიანობის ბენჩმარქ ობლიგაციებში, რომლის შემოსავლიანობის განაკვეთი შესაბამისად, 9.290% და 9.260%-ია.

თითოეული შესყიდული სახაზინო ფასიანი ქაღალდების ნომინალური ღირებულებაა 4,000,000.00 ლარი, კუპონი კი 9.375 %-ია. აღნიშნული ფასიანი ქაღალდების დაფარვის თარიღია 2024 წლის 6 ოქტომბერი.

2022 წლის 4 ოქტომბრის მდგომარეობით საინვესტიციო პორტფელის მოცულობა 125 628 972 ლარს შეადგენს.