სიახლეები

დეპოზიტების დაზღვევის სააგენტომ სახაზინო ფასიან ქაღალდებში ინვესტიცია განახორციელა

2 ნოემბერი 2022

დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკისა და 2022 წლის საინვესტიციო გეგმის შესაბამისად, სააგენტომ 2022 წლის 1 ნოემბერს მონაწილეობა მიიღო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ფასიანი ქაღალდების აუქციონში. სააგენტომ 4,036,925.03 ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა 2 წლის ვადიანობის ბენჩმარქ ობლიგაციებში, რომლის შემოსავლიანობის განაკვეთი შესაბამისად 9.250%-ია.

შესყიდული სახაზინო ფასიანი ქაღალდების ნომინალური ღირებულებაა 4,000,000.00 ლარი, კუპონი კი 9.375 %-ი. აღნიშნული ფასიანი ქაღალდების დაფარვის თარიღია 2024 წლის 6 ოქტომბერი.

2022 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით საინვესტიციო პორტფელის მოცულობა 129 665 897 ლარს შეადგენს.