დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკისა და 2018 წლის საინვესტიციო გეგმის შესაბამისად სააგენტომ 2018 წლის 08 აგვისტოს მონაწილეობა მიიღო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ფასიანი ქაღალდების აუქციონში და 1 445 112,09 ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა 7,220% შემოსავლიანობის მქონე 2 წლის ვადიანობის ბენჩმარქ ობლიგაციებში.
შესყიდული სახაზინო ფასიანი ქაღალდების ნომინალური ღირებულებაა 1 430 000 ლარი, კუპონი კი 7,500%-ია. აღნიშნული ფასიანი ქაღალდების დაფარვის თარიღია 2020 წლის 12 ივლისი.