სიახლეები

დეპოზიტების დაზღვევის სააგენტომ სახაზინო ფასიან ქაღალდებში ინვესტიცია განახორციელა

6 დეკემბერი 2022

დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკისა და 2022 წლის საინვესტიციო გეგმის შესაბამისად, სააგენტომ 2022 წლის 6 დეკემბერს მონაწილეობა მიიღო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ფასიანი ქაღალდების აუქციონში. სააგენტომ 10,238,449.75 ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა 2 წლის ვადიანობის ბენჩმარქ ობლიგაციებში, რომლის შემოსავლიანობის განაკვეთი შესაბამისად 8.900%-ია.

შესყიდული სახაზინო ფასიანი ქაღალდების ნომინალური ღირებულებაა 10,000,000.00 ლარი, კუპონი კი 9.375 %-ი. აღნიშნული ფასიანი ქაღალდების დაფარვის თარიღია 2024 წლის 6 ოქტომბერი.

2022 წლის 6 დეკემბრის მდგომარეობით საინვესტიციო პორტფელის მოცულობა 128 748 560 ლარს შეადგენს.