სიახლეები

დეპოზიტების დაზღვევის სააგენტომ სახაზინო ფასიან ქაღალდებში ინვესტიცია განახორციელა

28 დეკემბერი 2022

დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკისა და 2022 წლის საინვესტიციო გეგმის შესაბამისად, სააგენტომ 2022 წლის 27 დეკემბერს მონაწილეობა მიიღო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ფასიანი ქაღალდების აუქციონში. სააგენტომ 5,355,937.79 ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა 5 წლის ვადიანობის ბენჩმარქ ობლიგაციებში, რომლის შემოსავლიანობის განაკვეთი შესაბამისად 8.850%-ია.

შესყიდული სახაზინო ფასიანი ქაღალდების ნომინალური ღირებულებაა 5,000,000.00 ლარი, კუპონი კი 9.750 %-ი. აღნიშნული ფასიანი ქაღალდების დაფარვის თარიღია 2027 წლის 27 იანვარი.

2022 წლის 27 დეკემბრის მდგომარეობით საინვესტიციო პორტფელის მოცულობა 134 104 498 ლარს შეადგენს.