სიახლეები

დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსი ლევან თოდუა საქართველოს საბანკო ასოციაციის და საბანკო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

27 იანვარი 2023

დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსი - ლევან თოდუა საქართველოს საბანკო ასოციაციის და საბანკო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა, შეხვედრა გაიმართა სააგენტოს ინიციატივითა და საბანკო ასოციაციის ორგანიზებით.

სააგენტოს უფროსმა დეპოზიტების დაზღვევის სისტემის განვითარების გეგმასა და საბანკო სექტორთან თანაშრომლობის ახალ პერსპექტივებზე ისაუბრა. შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. ასევე, შეჯერდა მხარეთა მოსაზრებები სადაზღვევო ზღვრის ცვლილების საკითხებზე.