სიახლეები

დეპოზიტების დაზღვევის სააგენტომ სახაზინო ფასიან ქაღალდებში ინვესტიცია განახორციელა

18 სექტემბერი 2018

დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკისა და 2018 წლის საინვესტიციო გეგმის შესაბამისად სააგენტომ 2018 წლის 12 სექტემბერს მონაწილეობა მიიღო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ფასიანი ქაღალდების აუქციონში. სააგენტომ 20 087,31 და 610 444,82 ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა 2 წლის ვადიანობის ბენჩმარქ ობლიგაციებში, რომელთა შემოსავლიანობის განაკვეთი შესაბამისად 7,232% და 7,220%-ია .

შესყიდული სახაზინო ფასიანი ქაღალდების ნომინალური ღირებულებაა 620 000 ლარი, კუპონი კი 7,500%-ია. აღნიშნული ფასიანი ქაღალდების დაფარვის თარიღია 2020 წლის 12 ივლისი.