სიახლეები

დეპოზიტების დაზღვევის სააგენტომ სახაზინო ფასიან ქაღალდებში ინვესტიცია განახორციელა

7 მარტი 2023

დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკისა და 2023 წლის საინვესტიციო გეგმის შესაბამისად, სააგენტომ 2023 წლის 7 მარტს მონაწილეობა მიიღო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ფასიანი ქაღალდების აუქციონში. სააგენტომ 4,984,514.50 და 4,989,505.97 ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა 5 წლის ვადიანობის ბენჩმარქ ობლიგაციებში, რომლის შემოსავლიანობის განაკვეთი შესაბამისად 8,600% და 8,560%-ია.

შესყიდული სახაზინო ფასიანი ქაღალდების ნომინალური ღირებულებაა 5,000,000.00 ლარი, კუპონი კი 8.125 %-ი. აღნიშნული ფასიანი ქაღალდების დაფარვის თარიღია 2026 წლის 28 იანვარი.

2023 წლის 7 მარტის მდგომარეობით საინვესტიციო პორტფელის მოცულობა 112 323 147 ლარს შეადგენს.