სიახლეები

დეპოზიტების დაზღვევის სააგენტომ სახაზინო ფასიან ქაღალდებში ინვესტიცია განახორციელა

5 აპრილი 2023

დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკისა და 2023 წლის საინვესტიციო გეგმის შესაბამისად, სააგენტომ 2023 წლის 4 აპრილს მონაწილეობა მიიღო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ფასიანი ქაღალდების აუქციონში. სააგენტომ 20,092,715.36 ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა 5 წლის ვადიანობის ბენჩმარქ ობლიგაციებში, რომლის შემოსავლიანობის განაკვეთი შესაბამისად 8.550%-ია.

შესყიდული სახაზინო ფასიანი ქაღალდების ნომინალური ღირებულებაა 20,000,000.00 ლარი, კუპონი კი 8.125 %-ი. აღნიშნული ფასიანი ქაღალდების დაფარვის თარიღია 2026 წლის 28 იანვარი.

2023 წლის 4 აპრილის მდგომარეობით საინვესტიციო პორტფელის მოცულობა 132,415,862 ლარს შეადგენს.