დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკისა და 2023 წლის საინვესტიციო გეგმის შესაბამისად, სააგენტომ 2023 წლის 6 ივნისს მონაწილეობა მიიღო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ფასიანი ქაღალდების აუქციონში. სააგენტომ 3,065,069.65 და 2,041,069.23 ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა 5 წლის ვადიანობის ბენჩმარქ ობლიგაციებში, რომლის შემოსავლიანობის განაკვეთი შესაბამისად 8,450% და 8,500%-ია.
შესყიდული სახაზინო ფასიანი ქაღალდების ნომინალური ღირებულებაა 3,000,000.00 ლარი და 2,000,000.00 ლარი, კუპონი კი 8.125 %-ი. აღნიშნული ფასიანი ქაღალდების დაფარვის თარიღია 2026 წლის 28 იანვარი.
2023 წლის 6 ივნისის მდგომარეობით საინვესტიციო პორტფელის მოცულობა 157,733,361 ლარს შეადგენს.