სიახლეები

დეპოზიტების დაზღვევის სააგენტომ სახაზინო ფასიან ქაღალდებში ინვესტიცია განახორციელა

8 სექტემბერი 2023

დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკისა და 2023 წლის საინვესტიციო გეგმის შესაბამისად, სააგენტომ 2023 წლის 5 სექტემბერს მონაწილეობა მიიღო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ფასიანი ქაღალდების აუქციონში. სააგენტომ 5,265,014.87 ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა 5 წლის ვადიანობის ბენჩმარქ ობლიგაციებში, რომლის შემოსავლიანობის განაკვეთი შესაბამისად 8.300%-ია.

შესყიდული სახაზინო ფასიანი ქაღალდების ნომინალური ღირებულებაა 4,000,000.00 ლარი, კუპონი კი 9.750 %-ი. აღნიშნული ფასიანი ქაღალდების დაფარვის თარიღია 2027 წლის 27 იანვარი.

2023 წლის 5 სექტემბრის მდგომარეობით საინვესტიციო პორტფელის მოცულობა 172,569,195 ლარს შეადგენს.