სიახლეები

დეპოზიტების დაზღვევის სააგენტომ სახაზინო ფასიან ქაღალდებში ინვესტიცია განახორციელა

9 ნოემბერი 2023

დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკისა და 2023 წლის საინვესტიციო გეგმის შესაბამისად, სააგენტომ 2023 წლის 7 ნოემბერს მონაწილეობა მიიღო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ფასიანი ქაღალდების აუქციონში. სააგენტომ 10,677,657.34 ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა 5 წლის ვადიანობის ბენჩმარქ ობლიგაციებში, რომლის შემოსავლიანობის განაკვეთი შესაბამისად 8,300%-ია.

შესყიდული სახაზინო ფასიანი ქაღალდების ნომინალური ღირებულებაა 10,000,000.00 ლარი, კუპონი კი 9.750 %-ი. აღნიშნული ფასიანი ქაღალდების დაფარვის თარიღია 2027 წლის 27 იანვარი.

2023 წლის 7 ნოემბრის მდგომარეობით საინვესტიციო პორტფელში არსებული ფასიანი ქაღალდების ნომინალური ღირებულება 178 386 000 ლარს შეადგენს.