სიახლეები

დეპოზიტების დაზღვევის საერთაშორისო ასოციაციის (IADI) 21-ე ყოველწლიური კონფერენცია

24 ნოემბერი 2022

სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო 24-28 ოქტომბერს, ქალაქ ბუენოს-აირესში გამართულ დეპოზიტების დაზღვევის საერთაშორისო ასოციაციის (IADI) 21-ე ყოველწლიურ კონფერენციასა და ორგანიზაციის წევრების გენერალურ, დარგობრივ და რეგიონალური კომიტეტების სამუშაო შეხვედრებში.

აღნიშნულ ღონისძიებებს ესწრებოდნენ საქართველოს დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსი - ლევან თოდუა და ანაზღაურების ექსპერტი - ანა ალანია. ევრაზიის რეგიონული კომიტეტის (EARC) შეხვედრაზე ბატონ ლევან თოდუას შესაძლებლობა ჰქონდა წარდგენილიყო საქართველოს სახელით და ესაუბრა დეპოზიტების დაზღვევის სისტემის მიმდინარე მოვლენებზე, ხოლო მათგან მოესმინა სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების შესახებ.

საქართველო დეპოზიტების დაზღვევის საერთაშორისო ასოციაციაციის წევრი 2022 წლის 1 იანვრიდან გახდა, ამდენად, კონფერენციაში მონაწილეობას დამატებითი მნიშვნელობა ჰქონდა.