საქართველოს საბანკო სისტემაში მიმდინარე წლის 31 იანვრის მდგომარეობით დეპოზიტების საერთო მოცულობამ 19 279 903 057 ლარი შეადგინა. მათ შორის: ფიზიკური პირების დეპოზიტები 10 446 150 998 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 2 418 471 154 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 8 027 679 844 ლარის ეკვივალენტი), ხოლო იურიდიული პირების - 8 833 752 059 ლარი (ეროვნულ ვალუტაში - 4 467 777 889 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 4 365 974 170 ლარის ეკვივალენტი).
საქართველოს დეპოზიტების დაზღვევის სისტემის ფარგლებში დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა სულ 1 486 508 728 ლარია, მათ შორის: ეროვნულ ვალუტაში - 879 149 944 ლარი, ხოლო უცხოურ ვალუტაში - 607 358 584 ლარის ეკვივალენტი).