სიახლეები

ინფორმაცია დეპოზიტების შესახებ 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით

16 იანვარი 2019

2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედ 15 კომერციულ ბანკში არსებული დეპოზიტების საერთო მოცულობა 23 904 154 457 ლარს შეადგენს. მათ შორის, ფიზიკური პირების დეპოზიტები 12 503 391 595 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 3 124 016 263 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 9 379 375 332 ლარის ეკვივალენტი), ხოლო იურიდიული პირების - 11 400 762 862 ლარი (ეროვნულ ვალუტაში - 5 515 099 040 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 5 885 663 823 ლარის ეკვივალენტი).

საქართველოში მოქმედი დეპოზიტების დაზღვევის სისტემით დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა სულ 1 750 345 861 ლარს შეადგენს, მათ შორის ეროვნულ ვალუტაში დაზღვეულია 1 089 065 777 ლარის მოცულობის დეპოზიტები, ხოლო უცხოურ ვალუტაში - 661 280 083 ლარის ეკვივალენტი.