სიახლეები

ინფორმაცია დეპოზიტების შესახებ 2019 წლის 31 იანვრის მდგომარეობით

19 თებერვალი 2019

2019 წლის 31 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედ 15 კომერციულ ბანკში არსებული დეპოზიტების საერთო მოცულობა 23 596 527 283 ლარს შეადგენს. მათ შორის, ფიზიკური პირების დეპოზიტები 12 223 384 103 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 3 031 339 170 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 9 192 044 932  ლარის ეკვივალენტი), ხოლო იურიდიული პირების - 11 373 143 180 ლარი (ეროვნულ ვალუტაში - 5 647 727 911 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 5 725 415 269 ლარის ეკვივალენტი).

საქართველოში მოქმედი დეპოზიტების დაზღვევის სისტემით დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა სულ 1 643 175 852 ლარს შეადგენს, მათ შორის ეროვნულ ვალუტაში დაზღვეულია 989 552 728 ლარის მოცულობის დეპოზიტები, ხოლო უცხოურ ვალუტაში - 653 623 124 ლარის ეკვივალენტი.