სიახლეები

ინფორმაცია დეპოზიტების შესახებ 2019 წლის 30 ივნისის მდგომარეობით

16 ივლისი 2019

2019 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედ 15 კომერციულ ბანკში არსებული დეპოზიტების საერთო მოცულობა 25 699 758 782 ლარს შეადგენს. მათ შორის, ფიზიკური პირების დეპოზიტები 13 656 419 656 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 3 471 811 724 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 10 184 607 932 ლარის ეკვივალენტი), ხოლო იურიდიული პირების - 12 043 339 126 ლარი (ეროვნულ ვალუტაში - 6 098 282 937 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 5 945 056 189 ლარის ეკვივალენტი).

საქართველოში მოქმედი დეპოზიტების დაზღვევის სისტემით დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა სულ 1 746 534 330 ლარს შეადგენს, მათ შორის ეროვნულ ვალუტაში დაზღვეულია 1 078 831 093 ლარის მოცულობის დეპოზიტები, ხოლო უცხოურ ვალუტაში - 667 703 238 ლარის ეკვივალენტი.