სიახლეები

ინფორმაცია დეპოზიტების შესახებ 2019 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით

17 ოქტომბერი 2019

2019 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედ 15 კომერციულ ბანკში არსებული დეპოზიტების საერთო მოცულობა 26 530 321 369 ლარს შეადგენსმათ შორის, ფიზიკური პირების დეპოზიტები 14 436 420 462 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 3 579 412 056 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 10 857 008 406 ლარის ეკვივალენტი), ხოლო იურიდიული პირების - 12 093 900 907 ლარი (ეროვნულ ვალუტაში - 5 871 108 492 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 6 222 792 415 ლარის ეკვივალენტი).

 

საქართველოში მოქმედი დეპოზიტების დაზღვევის სისტემით დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა სულ 1 838 251 333 ლარს შეადგენს, მათ შორის ეროვნულ ვალუტაში დაზღვეულია 1 141 747 790 ლარის მოცულობის დეპოზიტები, ხოლო უცხოურ ვალუტაში -  696 503 544 ლარის ეკვივალენტი.