სიახლეები

ინფორმაცია დეპოზიტების შესახებ 2020 წლის 31 იანვრის მდგომარეობით

18 თებერვალი 2020

2020 წლის 31 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედ 15 კომერციულ ბანკში არსებული დეპოზიტების საერთო მოცულობა 27,212,297,851 ლარს შეადგენს. მათ შორის, ფიზიკური პირების დეპოზიტები 15,026,790,150 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 3,700,372,984 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 11,326,417,166 ლარის ეკვივალენტი), ხოლო იურიდიული პირების - 12,185,507,701 (ეროვნულ ვალუტაში - 6,119,166,734 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 6,066,340,967 ლარის ეკვივალენტი).

საქართველოში მოქმედი დეპოზიტების დაზღვევის სისტემით დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა სულ 1,912,500,642 ლარს შეადგენს, მათ შორის ეროვნულ ვალუტაში დაზღვეულია 1,174,416,274 ლარის მოცულობის დეპოზიტები, ხოლო უცხოურ ვალუტაში - 738,084,368 ლარის ეკვივალენტი.