სიახლეები

ინფორმაცია დეპოზიტების შესახებ 2020 წლის 31 მარტის მდგომარეობით

16 აპრილი 2020

2020 წლის 31 მარტის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედ 15 კომერციულ ბანკში არსებული დეპოზიტების საერთო მოცულობა 29,741,582,692 ლარს შეადგენს. მათ შორის, ფიზიკური პირების დეპოზიტები 16,267,199,278 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 3,746,447,843 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 12,520,751,436 ლარის ეკვივალენტი), ხოლო იურიდიული პირების - 13,474,383,414 (ეროვნულ ვალუტაში - 6,129,476,906 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 7,344,906,508 ლარის ეკვივალენტი).

საქართველოში მოქმედი დეპოზიტების დაზღვევის სისტემით დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა სულ 2,011,199,157 ლარს შეადგენს, მათ შორის ეროვნულ ვალუტაში დაზღვეულია 1,293,829,908 ლარის მოცულობის დეპოზიტები, ხოლო უცხოურ ვალუტაში - 717,369,250 ლარის ეკვივალენტი.