2020 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედ 15 კომერციულ ბანკში არსებული დეპოზიტების საერთო მოცულობა 29,615,019,661 ლარს შეადგენს. მათ შორის, ფიზიკური პირების დეპოზიტები 15,805,259,896 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 4,031,290,697 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 11,773,969,199 ლარის ეკვივალენტი), ხოლო იურიდიული პირების - 13,809,759,765 (ეროვნულ ვალუტაში - 7,156,816,445 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 6,652,943,320 ლარის ეკვივალენტი).
საქართველოში მოქმედი დეპოზიტების დაზღვევის სისტემით დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა სულ 2,026,453,247 ლარს შეადგენს, მათ შორის ეროვნულ ვალუტაში დაზღვეულია 1,315,487,677 ლარის მოცულობის დეპოზიტები, ხოლო უცხოურ ვალუტაში - 710,965,570 ლარის ეკვივალენტი.