2020 წლის 31 ივლისის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედ 15 კომერციულ ბანკში არსებული დეპოზიტების საერთო მოცულობა 31,425,678,504 ლარს შეადგენს. მათ შორის, ფიზიკური პირების დეპოზიტები 16,265,993,858 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 4,146,866,731 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 12,119,127,127 ლარის ეკვივალენტი), ხოლო იურიდიული პირების - 15,159,684,646 (ეროვნულ ვალუტაში - 7,978,389,008 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 7,181,295,639 ლარის ეკვივალენტი).
საქართველოში მოქმედი დეპოზიტების დაზღვევის სისტემით დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა სულ 3,675,356,848 ლარს შეადგენს, მათ შორის ეროვნულ ვალუტაში დაზღვეულია 2,000,941,982 ლარის მოცულობის დეპოზიტები, ხოლო უცხოურ ვალუტაში - 1,674,414,866 ლარის ეკვივალენტი.