სიახლეები

ინფორმაცია დეპოზიტების შესახებ 2018 წლის 31 მაისის მდგომარეობით

18 ივნისი 2018

მიმდინარე წლის 31 მაისის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედ 16 კომერციულ ბანკში არსებული დეპოზიტების საერთო მოცულობა 20 134 728 162 ლარს შეადგენს. მათ შორის, ფიზიკური პირების დეპოზიტები 10 696 281 486 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 2 656 097 367 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 8 040 184 119 ლარის ეკვივალენტი), ხოლო იურიდიული პირების - 9 438 446 676 ლარი (ეროვნულ ვალუტაში - 4 926 304 521 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 4 512 142 155 ლარის ეკვივალენტი).

საქართველოში მოქმედი დეპოზიტების დაზღვევის სისტემით დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა სულ 1 533 625 065 ლარს შეადგენს, მათ შორის ეროვნულ ვალუტაში დაზღვეულია 920 790 447 ლარის მოცულობის დეპოზიტები, ხოლო უცხოურ ვალუტაში - 612 834 618 ლარის ეკვივალენტი.