სიახლეები

ინფორმაცია დეპოზიტების შესახებ 2020 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით

16 ოქტომბერი 2020

2020 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედ 15 კომერციულ ბანკში არსებული დეპოზიტების საერთო მოცულობა 33,770,840,192 ლარს შეადგენს. მათ შორის, ფიზიკური პირების დეპოზიტები 17,466,880,961 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 4,239,503,867 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 13,227,377,094 ლარის ეკვივალენტი), ხოლო იურიდიული პირების -  16,303,959,231 (ეროვნულ ვალუტაში - 8,510,466,861 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 7,793,492,370 ლარის ეკვივალენტი).
საქართველოში მოქმედი დეპოზიტების დაზღვევის სისტემით დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა სულ 3,745,003,325 ლარს შეადგენს, მათ შორის ეროვნულ ვალუტაში დაზღვეულია 1,991,244,992 ლარის მოცულობის დეპოზიტები, ხოლო უცხოურ ვალუტაში - 1,753,758,333 ლარის ეკვივალენტი.