2020 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედ 15 კომერციულ ბანკში არსებული დეპოზიტების საერთო მოცულობა 33 088 582 680 ლარს შეადგენს. მათ შორის, ფიზიკური პირების დეპოზიტები 17 314 853 159 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 4 177 734 575 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 13 137 118 584 ლარის ეკვივალენტი), ხოლო იურიდიული პირების - 15 773 729 520 (ეროვნულ ვალუტაში - 8 064 731 228 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 7 708 998 292 ლარის ეკვივალენტი).
საქართველოში მოქმედი დეპოზიტების დაზღვევის სისტემით დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა სულ 3 738 952 953 ლარს შეადგენს, მათ შორის ეროვნულ ვალუტაში დაზღვეულია 1 967 213 383 ლარის მოცულობის დეპოზიტები, ხოლო უცხოურ ვალუტაში - 1 771 739 569 ლარის ეკვივალენტი.